Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად აპირებს".
კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას - 80%
- ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%
- ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას - 3%
- ნამდვილად არ მივიღებ მონაწილეობას - 4%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.